პრაქტიკის კვლევის პეფლექსია
რეფლექსია პედაგოგიური კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ განმავითარებელი სწავლების პირობებში აუცილებელი ხდება თავად მოსწავლის მაქსიმალური აქტიურობის უზრუნველყოფა საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბების პროცესში, რადგან ეს კომპეტენციები მხოლოდ პირადი გამოცდილების შედეგად ყალიბდება. მრავალი მკვლევარი საგანმანათლებლო ინოვაციებს უკავშირებს სწავლების ინტერაქტიურ მეთოდს, რაც გულისხმობს საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ქმნ ი ს პირობებს თითოეული მოსწავლის გასახსნელად. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო ქართულის გაკვეთილზე ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის ინტერვენცია . მიღებული შედეგი დადებითია, ამიტომ ვთვლი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება. არსებული კვლევის გასაცნობად გამოვიყენე პრეზენტაცია , როგორც ბეჭდური ვერსია , ასევე power point - ში შექმნილი სლაიდშოუ. კოლეგებს ვთხოვე, მოეცათ უკუკავშირი. მათ მომაწოდეს და გამაცნეს საკუთარი აზრი არსებულ კვლევასთან დაკავშირებით . რისთვ...