პრაქტიკის კვლევის პეფლექსია


რეფლექსია პედაგოგიური კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
  განმავითარებელი სწავლების პირობებში აუცილებელი ხდება თავად მოსწავლის მაქსიმალური აქტიურობის უზრუნველყოფა საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბების პროცესში, რადგან ეს კომპეტენციები მხოლოდ პირადი გამოცდილების შედეგად ყალიბდება. მრავალი მკვლევარი საგანმანათლებლო  ინოვაციებს უკავშირებს სწავლების ინტერაქტიურ მეთოდს, რაც გულისხმობს საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ქმნს პირობებს თითოეული მოსწავლის გასახსნელად.
  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო ქართულის გაკვეთილზე ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის ინტერვენცია.   მიღებული შედეგი დადებითია, ამიტომ ვთვლი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება. არსებული კვლევის გასაცნობად გამოვიყენე პრეზენტაცია, როგორც ბეჭდური ვერსია, ასევე power point-ში შექმნილი სლაიდშოუ.
  კოლეგებს ვთხოვე, მოეცათ უკუკავშირი. მათ მომაწოდეს და გამაცნეს საკუთარი აზრი არსებულ კვლევასთან დაკავშირებით. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
  მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ კვლევა საინტერესო იყო, განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ინტერვენციის აქტივობები: სპექტაკლზე დასწრება და მისი შემდგომი განხილვა, რადგან სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. ისინი სიამოვნებით აჯამებდნენ ნანახ სპექტაკლს, მსჯელობდნენ და ხალისით მონაწილეონდნენ დისკუსიაში. ცნობილი ადამიანების მიერ წაკითხული ლექსებისა და ნაწყვეტების კითხვა-მოსმენა, ესეც დადებითად ჩამითვალეს კოლეგებმა და სურვილი გამოთქვეს, გამოიყენონ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
  პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია სწორად დაგეგმილი აქტივობა; ექსკურსია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მონახულება ზუსტად იმ დროს, როდესაც გაკვეთილებზე ვეცნობოდით ილიას მიერ განვლილ ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, საგურამოში წასვლა და იმ ადგილის მონახულება, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა ილია... გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეებს დისკუსიაში მონაწილეობის დროს უკვე მაღალი დონის უნარ-ჩვევები უვითარდებათ. ასევე ლეგიტიმურად გამოთქვამენ თავიანთ წინადადებებს, განიხილავენ მუშაობის წესებს, რეგლამენტის საკითხებს, შეფასების კრიტერიუმებს, ალტერნატივებს. ყოველივე ეს სწავლების მეთოდების ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. კოლეგებმა გამოთქვეს აზრი ჩემი გამოცდილება გამოიყენონ საკუთარ პრაქტიკაში და ასევე ერთმანეთს გაუზიარონ შეძენილი ცოდნა.

Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“

მგზავრის წერილები