ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“





მასწავლებელი: გიული დუდაური
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა კლასი: მე-11
თემა: ვაჟა-ფშაას „სტუმარ-მასპინძელი“ დრო: 45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 23 მოსწავლე. კლასში არ არის სსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ V-VI-VII თავების ტექსტის გაცნობას, ჩამოაყალიბებს განახილველი საკითხის არსს, გამოთქვავს საკუარ მოსაზრებას.
შეძლებს მოცემულ ნაწარმოებში პრობლემის დასმას და დასახავს მისი გადაჭრის გზებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ზეპირმეტყველება
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევსტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
  • მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
კითხვა
ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმა-ციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
  • აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
  • აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და კონტექსტში.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
  • მოსწავლეებბმა იციანი პოემის წინა თავები, ციტატები.
  • განვითარებული აქვთ ანალიზის უნარი.
  • შეუძლიათ ინფორმაციის დახარისხება.
  • განვითარებული აქვთ არგუმენტირებული მსჯელობა.

შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მეშვებით და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარს.
სასწავლო მასალა და რუბრიკები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, თვალსაჩინოებისთვის ფორმატები, მარკერები, ფერადი ფურცლები, პლაკატი, ბუკლეტები
გაკვეთილის მსვლელობა:
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა- 3წთ.
აქტივობა -1– 10 წთ.
აქტივობის ტიპი - ვიყენებთ გონებრივ იერიშს. ვსვამ კითხვებს. ვიყენებ აქტივობას -გმირის რუკა-ორი გმირის შედარებითი დახასიათება.
აქტივობის მიზანი - გმირის ძირითადი თვისებების გამოკვეთა არგუმენტირებულად.
აქტივობის აღწერა - ფორმატზე ცალ-ცალკე დავწერ გმირების სახელებს, მოსწავლეები საკუთარი სურვილით გამოვლენ და დაწერენ გმირის თითო თვისებას, იმსჯელებენ არგუმენტებით და გამოყოფენ მათ საერთო თვისებებს.


აქტივობა - 2 – 15წთ
აქტივობის ტიპი - ჯგუფური მუშაობა. ახალი მასალის გაცნობა. აქტივობას ვიწყებ თვალსაჩინოებით; ვაჩვენებ მოსწავლეებს ეპიზოდებს ფილმიდან „სტუმარ-მასპინძელი“.
აქტივობის მიზანი - გაიგონ ახალი თავების შინაარსი, გამოყონ ძირითადი ასპექტები, ამოიცნონ პრობლემა და გააკეთონ ამის პრეზენტაცია. ჯგუფში მუშაობის დროს გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ-ჩვევებითანამშრომლობის უანრი
აქტივობის აღწერა - ყველა ჯგუფს ცალ-ცალკე ვაძლევ ფერად ფურცელზე დაწერილი თავების ნომრებს. მოსწავლეები ჯგუფში ეცნობიან შინაარს (ახალ მასალას), ამოიწერენ ძირითად საკითხებს და ამოიცნობენ თავში დასმულ მთვარ პრობლემას. დაწერენ ფორმატზე, გააკრავენ დაფაზე და წარმოადგენენ თავიანთ პრეზენტაციებს.
აქტივობა - 3 - 8წთ
აქტივობის ტიპი - პოემის გმირთა საქციელის განხილა და ანალიზი.
აქტივობის მიზანი - არგუმენტირებული მჯელობის უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა - ჯგუფებს ვაძლევ დავალებას შეადგინონ და წარმოადგინონ დიალოგი პოემის ავტორთან - ვაჟა-ფშაველასთან.
აქტივობა - 4 - 9წთ
აქტივობის ტიპი - მოსწავლეთა შეფასება, თვითშეფასების კითხვარის შევსება და საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი - მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილის უკუკავშირის დადგენას.
საშინაო დავალება - წინასწარ გამზადებულ ბუკლეტებს ვურიგებ მოსწავლეებს. ბუკლეტებში წარმოდგენილია ზნეობრივი გმირებისთვის დამახასიათებელი თვისებები: მოსწავლეები განამტკიცებენ გაკვეთილის თემას და დაწერენ ესეს თემაზე „თანამედროვე კაი ყმა“.

Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

მგზავრის წერილები