მგზავრის წერილები

 




რეფლექსია

ელექტრონული რესურსი,რომელიც შევქმენი, ეხება ილია ჭავჭავაძის მოთხრობას "მგზავრის წერილები."ამ თემაზე რესურსის შექმნა გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა,რომ ეს ნაწარმოები არის ,ერთგვარი,სამოქმედო გეგმა,რომელშიც თავმოყრილია ყველა ის საკვანძო საკითხი,რომელიც ეხება საქართველოს და ,ზოგადად, ქართველობას;ამის შედეგად,ვთვლი,რომ მოსწავლეებისთვის აუცილებელია ამ ნაწარმოების საფუძვლიანი შესწავლა.რესურსის შექმნის მიზანია,რომ უზრუნველყოს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, რათა გაკვეთილი გამოვიდეს სახალისო,საინტერესო და ,რაც ყველაზე მთავარია,შემოქმედებითი.ვინაიდან,"მგზავრის წერილები" ისწავლება მე-11 კლასში,შეესაბამება ე.ს.გ-ის შემდეგ სტანდარტს:
XI. 5. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
XI. 6. მოსწავლეს შე-უძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრუ-ლი და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი ამრავალფეროვნებს გაკვეთილს და არის ეფექტიანი იმ კუთხით,რომ გათვლილია მოსწავლის არაერთი უნარის განვითარებაზე,კერძოდ, ხელს უწყობს თანამშრომლობითი, ურთიერთმოსმენის და მსჯელობის უნარის განვითარებას.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსის დადებითი მხარე ის არის,რომ მოსწავლე სამუშაოს ასრულებს ხალისით და გათვლილია განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეებზე.
კოლეგებმა აღნიშნეს,რომ რესურსს ინტენსიურად გამოიყენებენ ამ ნაწარმოების შესწავლის დროს.
ელექტრონული რესურსი განთავსებულია საიტზე: learningapps.org და ხელმისაწვდომია კოლეგებისა თუ მ ოსწავლ ეებისათვის.


Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“