სერიები და მწკრივები


ელექტრონული რესურსი- https://learningapps.org/watch?v=p4oexeyic18


-სერიები და მწკრივები
გიული დუდაური
რესურსის რეფლექსია:

რესურსის შექმნა გადავწყვიტე მე–7 კლასის საჭიროებიდან გამომდინარე;ვინაიდან ზმნა და მასთან დაკავშირებული კატეგორიები ყველაზე რთული,მაგრამ აუცილებელი საკითხია გრამატიკაში,მინდა მოსწავლეებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მისი მნიშვნელობა. როგორც ცნობილია,არსებობს 3 სერია და 11 მწკრივი,თითოეულს გააჩნია თავისი კითხვა;ხშირად ამ კითხვების დამახსოვრება და შემდგომ ზმნასთან დაკავშირება უჭირთ მოსწავლეებს,ამიტომ სჭირდებათ ინტენსიური ვარჯიში.
რესურსის შექმნისას ჩემი მიზანი იყო,რომ სასწავლო პროცესში ჩამერთო ყველა მოსწავლე; გარდა ამისა,როდესაც გაკვეთილი თითოეულის ინტერესს აკმაყოფილებს,შედეგიც ადვილად მისაღწევია,ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ელექტრონული რესურსი სერიებისა და მწკრივების გამოყენებით.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი მსჯელობდა ესა თუ ის ზმნა რომელი სერიის კუთვნილებაა,მოსწავლეები ერთობლივად იხსენებდნენ კითხვებს,მწკრივებს,არკვევდნენ ზმის პირიანობას და რიცხვს და ლოგიკურად მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
ვინაიდან მოსწავლეებს მოსწონთ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები,შესაბამისად,აქტიურად ერთვებიან და სასწავლო პროცესიც გამოდის ეფექტური,ხალისიანი და შედეგიანი.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსის გამოყენება შესაძლებელია VI-VII-VIII კლასებში,ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი გრამატიკის საკითხებს და შემდგომი მასალა სწორედ ამ მიღებულ ცოდნაზეა დამყარებული.
მინდა გითხრათ,რომ კოლეგებმა მომიწონეს რესურსი და გამოთქვეს სურვილი,რომ თავადაც გამოიყენონ ;მათ მიეცათ სტიმული,რომ შექმნან ელექტრონული რესურსები სხვადასხვა თემაზე,რათა გაკვეთილი ეფექტიანი,მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდეს.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი განთავსებულია საიტზე: LEARNING.APPS.ORG და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის

Comments

Popular posts from this blog

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“

მგზავრის წერილები