ვეფხისტყაოსანი


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: გიული დუდაური
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა კლასი: მე-85
თემა: უცხო მოყმის ნახვა - ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ დრო: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი: 29 მოსწავლე. კლასში არ არის სსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს „ვეფხისტყაოსნიდან“ 4 სტროფის (უცხო მოყმის ნახვა) გაცნობას, პერიფრაზის დაწერას, უცნობი სიტყვების განმარტებასა და მხატვრული ხერხების ამოცნობას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ზეპირმეტყველება
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
კითხვა
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
  • შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში.
წერა
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
  • მოსწავლეებს წინა კლასებში შესწავლილი აქვთ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ეპიზოდები. იციან ზეპირად ციტატები.
  • განვითარებული აქვთ ანალიზის უნარი.
  • განვითარებული აქვთ არგუმენტირებული მსჯელობა.

შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მეშვეობით და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარს.

სასწავლო მასალა და რესურსები: მე-8 კლასის სახელმძღავანელოები, „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემა, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, მარკერები, ფერადი ფურცლები, ილუსტრაციები.






გაკვეთილის მსვლელობა:
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა - 2 წთ.
აქტივობა I – 5 წთ.
აქტივობის ტიპი - სტარტერი- სლაიდშოუ. ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდშოუს ეკრანზე.
ერთმანეთს ენაცვლება შოთა რუსთაველის და თამარ მეფის პორტრეტები,
ილუსტრაციები „ვეფხვისტყაოსნის“ გამოცემებიდან და მთავარი პერსონაჟების
სურათები.
აქტივობის აღწერა - მაქსიმალური ჩართულობისა და კლასის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს
ვაჩვენებ სლაიდშოუს და თან ვსვამ კითხვებს, რა იციან ეკრანზე
წარმოდგენილი სურათების შესახებ, რა შეუსწავლიათ ამ საკითხებთან
დაკავშირებით, ან რა გაუგიათ. ეს აქტივობა გაუღვივებს ინტერესს ახალი
მასალის მიმართ.
აქტივობა II13 წუთი.
აქტივობის ტიპი - ჯგუფებში მუშაობა. ახალი მასალის გაცნობა, ახსნა.
აქტივობის მიზანი - ახალი მასალის გაგება-გააზრება, პერიფრაზის დაწერა, მათთვის უცხო
სიტყვების განმარტება, პრეზენტაციის წარდგენა, სოციალური
უნარ-ჩვევების გამომუშავება.
აქტივობის აღწერა - ოთხივე ჯგუფს ვურიგებ ფერად ფურცლებს და ვაძლევ მკაფიო განმარტებას:
თითოეულმა ჯგუფმა წაიკითხოს თითო სტროფი, დაწერონ პერიფრაზი,
განმარტონ არქაული სიტყვები, გააკეთონ პრეზენტაცია. სიტყვების
განმარტებებს ამოიწერენ ფერად ფურცლებზე და გააკრავენ დაფაზე.
აქტივობა III – 12 წუთი.
აქტივობის ტიპი - მხატვრული ხერხების ამოცნობა (მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, ჰიპერბოლა).
აქტივობის მიზანი - მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურის თეორიის გამოყენებას პრაქტიკულ
სამუშაოში. ამოიცნობენ მხატვრულ ხერხებს, ამოიწერენ და განმარტავენ მათ.
აქტივობის აღწერა - ჯფუფებს კონკრეტულად მიეცემა დავალება, პოემის რომელი სტროფიდან
რომელი მხატვრული ხერხი უნდა ამოიწერონ. ამოწერილ ხერხებს გააცნობენ
კლასს.
აქტივობა IV (სარეზერვო) – 9 წუთი.
აქტივობის ტიპი - ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვან თავიანთი აზრი უცხო მოყმის შესახებ.
დაასაბუთონ სათანადო არგუმენტით.
აქტივობის მიზანი - მოსწავლეები შეძლებენ ნანახი ილუსტრაციის მიხედვით გმირის სულიერი
სამყაროს ამოცნობას, საუბარში გამოიყენებენ სულიერი მდგომარეობის
ამსახველ სიტყვებს.
აქტივობის აღწერა - ჯგუფებს მივცემ წინასწარ მომზადებულ ილუსტრაციას უცხო მოყმისა,
რომელსაც ვეფხის ტყავი აცვია. მოსწავლეები ისაუბრებენ უცხო მოყმის
სულიერ მდგომარეობაზე და ვეფხის ტყავის სიმბოლურ მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა:
  • ვაძლევ მოსწავლეებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.
  • ვურიგებ მოსწავლეებს თვითშეფასების კითხვარს.
  • ვაძლევ საშინაო დავალებას - დაწერონ ესე „ჩემი თვალით დანახული უცხო მოყმე“.
შეფასების რუბრიკები თან ახლავს გეგმას დანართის სახით.





Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“

მგზავრის წერილები