რეფლექსია II
რეფლექსია
ქართულ ენას რომ
დაცვა და მოფრთხილება
სჭირდება, ეს ახალი ამბავი
არავისთვისაა და ხშირად
გაიგონებთ ამაზე საუბარს,თუმცა,ნათქვამი
ნათქვამად რჩება და ამასობაში
ზიანდება ქართული ენა.
სამწუხაროა,მაგრამ
ფაქტია,რომ ჩვენი მოსწავლეები
საუბრობენ შეცდომებით და
ხშირად ვერც კი ხვდებიან,
რომ მათ მიერ ნათქვანი სიტყვა
თუ ფრაზა არ შეესაბამება
ქართული ენის ნორმებს.
ვის, თუ არა ქართულის
მასწავლებელს , აკისრია დიდი
მისია ,რომ თანდათანობით
აღმოიფხვრას ეს პრობლემა.
ელექტრონული
რესურსის შექმნა გადამაწყვეტინა
მოსწავლეების შედეგებზე
დაკვირვებამ. მიზანი,რის
გამოც შეიქმნა ეს რესურსი,
არის ის, რომ მოსწავლეებმა
დაინახონ თუ როგორ ამახინჯებენ
ენას და ისწავლონ სწორი
წერა და მეტყველება.
ისინი ხშირად
უშვებენ შეცდომებს არა მხოლოდ
წერის,არამედ მეტყველების
დროსაც. ჩვენ, ქართულის
მასწავლებლები,ვიკრიბებით
ერთად და ვცდილობთ სხვადასხვა
აქტივობების გამოყენებას,რათა
მოსწავლეებს ინტენსიურად
ესმოდეთ გამართული მეტყველება
და თავადაც მიეჩვიონ სწორი
ფორმების წარმოქმნას.
ჩავთვალეთ,რომ
ერთ-ერთი აქტივობა,რომელიც
დაგვეხმარება პრობლემის
მოგვარებაში,არის ელექტრონული
რესურსი,რომელიც ითვალისწინებს
სტილისტური შეცდომების
ამოცნობას და სწორი ფორმით
წერას.
გაკვეთილზე ამ
რესურსის გამოყენებამ კარგი
შედეგი გვიჩვენა;მოსწავლეები
მსჯელობდნენ,იხსენებდნენ
სწორ და არასწორ ფორმებს და
მიდიოდნენ სწორ დასკვნამდე.
ჩემ მიერ შექმნილი
რესურსი საინტერესო აღმოჩნდა
კოლეგებისთვის,მათ გამოთქვეს
სურვილი,რომ გამოიყენონ
გაკვეთილზე,რათა საგაკვეთილო
პროცესი ეფექტიანი გამოვიდეს.
რესურსი შევქმენი
learning.apps.org-ის პროგრამით;მას
ახლავს მკაფიო და ადვილად
გასაგები ინსტრუქცია და
ხელმისაწვდომია ყველა
დაინტერესებული პირისათვის.
Comments
Post a Comment