პუნქტუაცია


ელექტრონული რესურსის რეფლექსია           
 რესურსის შექმნა გადამაწყვეტინა საკლასო, საშინაო თუ შემაჯამებელი წერების ანალიზმმა, სადაც თვალნათვლივ ჩანს სასვენი ნიშნების არქონა ან შეცდომით გამოყენება.
 რესურსი ერთგვარი თვალსაჩინოებაა და მისი გაკვეთილზე გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს, რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს უფრო საინტერესო, სახალისო. ვიზუალური მხარე გაუადვილებს მოსწავლეებს სწორი ფორმების უკეთ აღქმას.
 პუნქტუაცია სასვენ ნიშანთა ხმარების წესებს შეისწავლის, მისი დანიშნულებაა წინადადება ნათელი და ზუსტი გახადოს. სიტყვები დაიწეროს ინტერვალით, რათა კითხვა გახდეს ადვილი და გასაგები.
 პუნქტუაციას ხშირად ჩარჩოში მოქცეულ წესრიგსაც უწოდებენ, ჩემი რესურსის მიზანი ისიცაა, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ მოწესრიგებული წერა და მეტყველება.
 სხვადასხვა მწერალთა შემოქმედებიდან ამოვკრიბე წინადადებები და სასვენი ნიშნების გარეშე დავალაგე. მოსწავლეები დასხდნენ ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი მსჯელობდა, თუ სად რა სასვენი ნიშანი იყო საჭირო, რატომ და რომელი წესის შესაბამისად. როცა ყველა ჯგუფმა დაასრულა სამუშაო, მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეკრანზე სწორი ფორმა. თვალსაჩინო მაგალითის ფონზე მოსწავლეებს ვახსენებ თითოეულ წესს და გადავდივარ შემდეგ წინადადებაზე - მინდა გითხრათ, რომ ასეთმა გაკვეთილმა გამოიწვია თითოეული მოსწავლის აქტიურად ჩართვა.
 ქართ, VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესის გამოყენება. გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
 კომპიუტერის და პროქტორის გამოყენება მეტად საინტერესოს ქმნის გაკვეთილს, მოსწავლეებმა დავალება ხალისით შეასრულეს ყველა კლასში.
 რესურსი არის მრავალჯერადი, ვინაიდან სასვენი ნიშნების მართებულად თუ უმართებულოდ ხმარება არ არის მხოლოდ ერთი კლასის პრობლემა.
 ჩემმა კოლეგებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რესურსი, უდავოდ, საინტერესოა და შედეგზე ორიენტირებული.
 ჩემი რესურსი განთავსებულია ინტერნეტში საიტზე Learningapps.org და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის.


Comments

Popular posts from this blog

სერიები და მწკრივები

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“

მგზავრის წერილები