ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“
მასწავლებელი: გიული დუდაური საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა კლასი: მე-11 თემა: ვაჟა - ფშა ვ ე ლ ას „სტუმარ-მასპინძელი“ დრო: 45 წუთი მოსწავლეთა პროფილი: 23 მოსწავლე. კლასში არ არის სსმ მოსწავლე გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ V-VI-VII თავების ტექსტის გაცნობას, ჩამოაყალიბებს განახილველი საკითხის არსს, გამოთქვავს საკუარ მოსაზრებას. შეძლებს მოცემულ ნაწარმოებში პრობლემის დასმას და დასახავს მისი გადაჭრის გზებს. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი ზეპირმეტყველება ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ ა ) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევსტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი ...